Sunday, February 24, 2013

"სამყარო ობოლი ბიჭისა"


ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3 იანვარს , გურიის სოფელ ლიხაურში , რომელიც მაშინ ოზურგეთის მაზრას ეკუთვნოდა .
მამამისი იყო აზნაური სიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი-კაცი პატიოსანი , მხნე და გონიერი , " ჭკუის საკითხავი " , დედა მაკვანეთელი თავადის , გიტული ნაკაშიძის, ასული. გულთბილი , ხალხის მოსიყვარულე და მოსარჩელე , ქველმოქმედი მანდილოსანი.მათ შესძენიათ ოთხი შვილი : ლიზა , ნიკო , ვარლამი 
და ექვთიმე - დედის საყვარელი ნაბოლარა , რომლის მკაფიოდ გამოვლენილი ნიჭიერება მას თურმე დიდ სიხარულს ანიჭებდა
.პატარა ექვთიმეს მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ხვდა წილად : ხუთი დღის დაბადებული იყო , როდესაც მამა გარდაეცვალა  ექვთიმე დაუდეგარი  ყმაწვილი ყოფილა.მთელი დღე ეზოში დარბოდა, ღობე-ყორეს ედებოდა. ბომბორა ძაღლი  -"ვარდია" მისი განუყრელი მეგობარი ყოფილა. გადაჭარბებული ცელქობის გამო 3 წლის ასაკში ფეხი მოუტეხია. ძვლის შეზრდა დროზე ვერ მოხერხებულა, ექვთიმეს წოლითი რეჯიმი დაურღვევია, რასაც მონატეხის გაღიზიანება მოჰყოლია, ძვლის ზრდა  შეფერხებულა, ფეხი დამოკლებია და მთელი  ცხოვრების მანძილზე კოჭლი დარჩა. თითქოს არც ეს აკმარა ბედმაო... 5 წლის ექვთიმეს  დედა გარდაეცვალა. ექვთიმეს ხშირად დედის საწოლში ეძინა  და ერთ დილას , გაღვიძებულს , თავის გვერდით დედა
 გარდაცვლილი დახვდა . ბავშვების აღზრდა ზრუნვა დაიწყეს  ბებიამ(სააჯავახოელი,შარაშიძის ასული) დაქვრივებული მამიდამ ( მაკა მოლოზანი ) , უფროსმა დამ და სიძემ , რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს .
სწავლა
ექვთიმეს 7 წლისას დაუწყია , ჯერ ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში , ხოლო სამი წლის შემდეგ ბავშვი გადაუყვანიათ ფოთის სამაზრო სასწავლებელში , რომელიც მას 1875 წელს დაუმთავრებია . შემდგომში კი იგი შეუყვანიათ ქუთაისის კლასიკურ პროგიმნაზიაში , რომლის დამთავრების შემდეგ კლასიკურსავე გიმნაზიაში გადასულა , 
რომელიც დაუსრულებია 1883 წელს ვერცხლის მედლით .     
                                               

No comments:

Post a Comment