Saturday, February 23, 2013

"ცა-ფირუზ , ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო"

   1945 წლის 5 აპრილი განძეული თვითმფრინავით გამოაგზავნეს   საქართველოში მის ბედნიერ მცველთან ერთდ.  თვითმფრინავი რომის, ბენღაზის , ქაიროსა და თეირანის    გავლით 11 აპრილს ჩამოფრინდა თბილისში. 


1945 წლის 11 აპრილი. თბილისური გაზაფხული. ექვთიმე თაყაიშვილი თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოდის, მოხუცს მუხლები უკანკალებდა, მაგრამ თვალები უბრწყინავს, რომლებიც ხარბად  შესცქერიან სამშობლოს ცას, მშობლიურ მიწას, თბილისის შემოგარენს. 25 წლის განშორების შემდეგ იგი პირველად ადგამს ფეხს მშობლიურ მიწაზე და უსაზღვროდ ბედნიერია.
მოღონიერების შემდეგ იგი გადის  და ხანგრძლივ ექსკურსიას აწყობს ქალაქის ქუჩებში.-"ღმერთო ჩემო, რამდენი ცვლილებაა, რა დიდებურად გამოიყურება ჩვენი დედაქალაქი", ამბობს მოხუცი.
თბილისის უნივერსიტეტის რექტოტმა პროფ. ნიკო კეცხოველმა საგანგებოდ შეკრიბა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ექვთიმე თაყაიშვილთან შესახვედრად. საბჭოს ღია სხდომაზე სააქტო დარბაზში ხალხის ტევა აღარ იყო. 
რექტორი ნ.კეცხოველის, აკაკი შანიძის, გიორგი ახვლედიანის თანხლებით სცენაზე შემოდის ექვთიმე თაყაიშვილი. მოხუცებული მიმართავს იქ მყოფთ, "პირველად მაქვს ბედნიერება, წარმოვდგე თქვენს წინაშე 25 წლის შემდეგ, რაც მე ეს ჩემი სათაყვანებელი უნივერსიტეტი იძულებით თვალცრემლიანმა დავტოვე და ამიტომ, ნება მომეცით, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ და ჩვენი დაუვიწყარი დიდი მგოსნის აკაკის სიტყვები დავიწყო. ეს სიტყვები პოეტურ აქსესუარებს გარდა ჩემზეა გამოჭრილი...."
                                                      "... ცა-ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,
                                                        ჩემო სამშობლო მხარეო,
                                                       სნეული დავბრუნებულვარ, 
                                                      მკურნალად შემეყარეო!".....
 დარბაზში ბევრი ქვითინებდა.ცრემლი მოადგა ექვთიმესაც , იგი შეჩერდა, თვალები მოიწმინდა და განაგრძო...  " ...დიახ, სნეული დავბრუნდი, მაგრამ მაინც ხომ დავბრუნდი და შევძელი  ჩვენს ძვირფას  სამშობლოსათვის  დამებრუნებია გატანილი სამუზეუმო ქონება და ეს ქონება  და ეს ქონება  კიდევ  მეტად  გამემრავლებინა."

No comments:

Post a Comment