Thursday, February 28, 2013

ჩვენს შესახებ


მოგესალმებით, ჩვენ ვართ  ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარი მარუაშვილი, მარიკა ხვადაგიანი, გიორგი თუთაშვილი, თემო ადეიშვილი, ირაკლი კლდიაშვილი.
 ჩვენ ვმონაწილეობთ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტში, რომლის მიზანია  ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პოპულარიზაცია .
  
   პრობლემის, საკითხის განსაზღვრა: ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობია ექვთიმე თყაიშვილის უდიდესი დამსახურება ქართველი ერის წინაშე. სამწუხაროა, რომ ბევრმა არ იცის მისი ცხოვრების შესახებ, ცხოვრების რომლის დამსახურებითაც დღესაც არსებობს ჩვენი ქვეყნის უძველესი, კულტურული საგანძური.

   განსახორციელებელი გეგმა:  გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბლოგი , რომლის საშუალებითაც საზოგადოება მიიღებს გარკვეულ ინფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.
   პირველ რიგში, მოვიძიეთ, გავეცანით და დავამუშავეთ ის მასალები, რომლებიცგამოგვადგებოდა ბლოგზე განსათვსებლად. იმისათვის, რომ მკითხველისთვის უცხო დეტალები მიგვეწოდებინა, გადავწყვიტეთ მოგვეწყო ექსკურსია ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახლ მუზეუმში ( ოზურგეთის რაიონი სოფ. ლიხაური.)

  მოსალოდნელი შედეგები:  საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლება მარტივად და ხელმისაწვდომად მოიპოვოს ინფორმაცია ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ექვთიმე თაყაიშვილის   ღვაწლის პოპულარიცაზიას.http://www.tayaishvili150.blogspot.com/2013/02/blog-post_1424.html

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლა
                                                მის: ქუთაისი ნიკეას ქუჩა №44
                                                ტელ: 22-40-94
                                                ელ ფოსტა: school17@ymail.com
                                                ვებ-გვერდი: www.17school.ge







No comments:

Post a Comment