Thursday, February 21, 2013

"წმ.ექვთიმე ღვთისკაცის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე"

    საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როცა ცალკეულმა პირებმა განადგურების პირას მისულ საეკლესიო სიძველეებზე ზრუნვა დაიწყეს, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდის  პეტერბურგის უნუვერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ექვთიმე თაყაიშვილი. იგი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში აქტიურ ბრძოლას იწყებს საეკლესიო მუზეუმის დაარსებისათვის.
დ.ბაქრაძის მითითებით  წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს  ქართულად უთარგმნია  რუსეთის სინოდის მიერ დამტკიცებული მუზეუმის წესდება. 1889 წლის 17 თებერვალს  საეკლესიო მუზეუმის ხელმძღვანელთა  ინიციატივით მცხეთაში გასვლითი ექსპედიცია მოეწყო.. ეს იყო არა მარტო  საეკლესიო მუზეუმის პირველი ექსპედიცია , არამედ  წმ.ექვთიმე ღვთისკაცის  პირველი მონაწილეობაც  საეკლესიო სიძველეების მოძიებაში. მათ თავი მოუყარეს  სამთავროს, შიომღვიმის, ჯვრის მონასტრებში დაცულ ხელნაწერებს ..აღნიშნული ექსპედიციის მიერ მოძიებულმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა  საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას.
წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა  მღვდელ სუხიაშვილის ოჯახში მიაკვლია 973 წლით დათარიღებულ "პარხლის სახარებს", რომლის შესწავლით მან დაადგინა , რომ "შატბერდის კრებული", რომელსაც ადრე მე-9 საუკუნით ათარიღებდნენ მე-10 საუკუნეშია შედგენილი. ექვთიმე თაყაიშვილმა დაღუპვას გადაარჩინა  მრავალინ ძველი ქართული ხელნაწერი და საეკლესიო სიძველე.


.
 იგი  არაფლად აგდებდა მტკივან ფეხს და არც ხშირად ძნელსავალ კლდე-ღრეს და უდაბურ ტყეს. თავისი ცხოვრების რთული და  ეკლიანი გზის მიუხედავად უკმაყოფილებას მაინც არასდროს გამოთქვამდა, პირიქით ყოველი დაბრკოლება მას ახალ ძალას მატებდა.
ქართველი სასულიერო პირები აქტიურ მონაწილეობას  იღებდნენ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ხელმძღვანელობით  დაარსებული საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების  მუშაობაში.   წმ.ექვთიმე ღვთისკაცმა დიდი ამაგი გაწია ეკლესია-მონასტრებში განადგურების პირას მისული ფრესკების გადმოღებაში.
1891 წელს მან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებბით გამოაქვეყნა "ახალი ვარიანტი  წმ. ნინოს  ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის  მოქცევისა".
ექვთიმე თაყაიშვილის მიზანი იყო რომ მუზეუმში მიომხდარიყო მხოლოდ ისეთი სიწმინდეების თავმოყრა, რომლებსაც წირვა-ლოცვის დროს აღარ იყენებდნენ.
კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცხაძეს ექვთიმეს სიცოცხლეშივე უთქვამს ,იგი წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო. ლადო გუდიაშვილის აღუნიშნავს "ამნაირ ადამიანებს ძველად ტაძრის კედლენბზე ხატავდნენ".
 2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო  ავტოკეფალური მართლმადიანული ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.სხდომას თავჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.
წმინდა სინოდმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება , რომ ექვთიმე თაყაიშვილი  შერაცხულიყო წმინდანად.მას ექვთიმე ღვთისკაცი  ეწოდა.დაიწერა მისი სახელობის ხატი და ტროპარი.

No comments:

Post a Comment