Wednesday, February 27, 2013

"ეკლიანი გზა ვარსკვლავებისაკენ "

     ძნელია ერთბაშად გაიაზრო სულიერი ტრავმა იმ კაცისა,რომელიც ერთბაშად მოსცილდა ყოველივე იმას, რასაც მისი სიცოცხლე ეკუთვნოდა , რასაც აქამდე მაღალი
ენთუზიაზმით ემსახურებოდა , მოსცილდა შრომაში შეჩვეულ მეგობრებს , თანამემამულეებს , მრავალრიცხოვან ნათესაობას და გარემოების კარნახით სამშობლოდან გადახვეწილი აღმოჩნდა .

"უცხოობაში რაა სიამე" იმ კაცისათვის რაც კი , რომელიც მატერიალიურად უზრუნველყოფილია , მუშაობისა და ცხოვრების ნორმალური პირობები აქვს ! სამშობლოს გარეთ ყოფნა ისეთი სულიერი ტკივილია , რომ მისი  გაყუჩება არავითარ  ფიზიკურ სიამოვნებას არ შეუძლია. როგორი უნდა ყოფილიყო მთელი 25 წლის მანძილზე სულიერი მდგომარეობა კაცისა, რომელსაც მატერიალურად 
უკიდურესად უჭირდა,ხშირად შიმშილობდა , ერთადერთი მეგობარი - მეუღლე 
ხელიდან გამოეცალა , ნორმალური მეცნიერული მუშაობის საშუალებას მოკლებული იყო , ნათესავ-მეგობრები ენატრებოდა და რაც მთავარია სტანჯავდა იმაზე ფიქრი , რომ
ბევრ მის თანამემამულეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა , თუ რატომ დატოვა სამშობლო
 ექვთიმემ .

 მეცნიერის ცხოვრების გზა ვიწრო ბილიკია მწვერვალებისკენ მიმავალი . " Per Aspera Ad Astra " - ეკლიანი გზა ვარსკვლავებისკენ - იტყოდნენ ძველი რომაელები .
ექვთიმეს ცხოვრების გზა ვიწრო და ეკლიანი იყო , მაგრამ მან მაინც მოახერხა ამ ვიწრო გზაზე ვაჟკაცურად სიარული , რამაც ის შედეგი გამოიღო , რომ ქართველ ხალხს დაუბრუნდა თავისი ისტორიული საუნჯე , რომლითაც ყოველთვის იამაყებს

 საქართველო  თავის სახელოვან წინაპარ ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, ყოველთვის იბრწყინებს მის სახელზე ანთებული სანთელი, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ვითარცა წმინდანი, მადლიერი შთამომავლობა კი მის სადიდებლად წარმოსთქვამს ტროპარს:
                                              საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან
                                              მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა

                                              შინა ჭირნი მრავანი დაითმინე, 
                                              მამულისა სალმობათა მკურნალო,
                                              ღმრთისა კაცო ექვთიმე,
                                              ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად 
                                              სულთა ჩვენთათვს.    

No comments:

Post a Comment