Friday, February 22, 2013

"განძეულის სადარაჯოზე"


   ბოლშევიკური  რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ , 1921წლის 11 მარტს, ექვთიმე თაყაიშვილმა  საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა.
           გახიზნულმა მთვრობამ თან წაიღო  საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოჭედილი სხვა  საგანძური,ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანებისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის  სასახლის განძეულობა , ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა რომ     განძის მესაკუთრეთ, ოფიციალურად საქართველოს მთავრობა ითვლებოდა,                         ფაქტობრივად განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი,  სულ 39 ყუთი, ექვთიმეს     მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული.
ექვთიმე თაყაიშვილს ემიგრაციაში გამგზავრების პირველსავე დღეს შეექმნა პრობლემა, ფრანგული კრეისერი, რომელსაც ისინი უნდა გაჰყოლოდნენ დათგმულ დროზე ადრე გასულა თურქეთისაკენ. ექვთიმე და მისი თანამგზავრები იძულებულნი გახდნენ  პატარა  კერძო გემში  ჩამსხდარიყვნენ  და კრეისერს დაწეოდნენ. 





 კონსტანტინოპოლის ნავსადგურში იდგა გემი სახელად "ბიენ ჰოა", სწორედ ამ გემით მოხდა განძეულის გადატანა მარსელში, მათ ამ ქალაქს მხოლოდ 10 აპრილს მიაღწიეს. ქონებას აბინავებენ საფრანგეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში,ხოლო თვითონ პარიზზს მიემგზავრებიან.
ყველაზე უსიამოვნო რამ, რაც ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრაციული ისტორიის ფურცლებიდან იშლება ის საჩივარი იყო, რომელისც შეიტანა სასამართლოში ემიგრანტმა ქალმა-სალომე დადიანმა. იგი აცხადებდა რომ განძის ნაწილი მამამისს ეკუთნოდა და უკან დაბრუნებას მოითხოვდა. ამ სამარცხვინო საქმემ 7 წელს გასტანა და ეროვნული საგანძურის გუშაგის სრული გამარჯვებით დასრულდა. 
 ჯერ კიდევ 1944 წელს ნოემბერში თაყაიშვილი შეხვდა სსრკ-ს  ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება გენერალ დეგოლის სახელზე. დეგოლმა გასცა განკარგულება, საქართველოს  საუნჯის დაბრუნების თაობაზე,   რაც 1945 წელს განხორციელდა.    

No comments:

Post a Comment