Sunday, February 24, 2013

"პირველი ნაბიჯები მეცნიერებაში "

   ექვთიმე თაყაიშვილი 1887 წლის შემოდგომაზე ჩამოდის საქართველოში და მკვიდრდება თბილისში.
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლისა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორ , ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა .

1888 წელს , იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს . პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ " ივერიაში " . ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ , რომელსაც ექვთიმე გიმნაზიაში შეხვდა მასწავლებლობის დაწყებიდან ერთ წელიწადში . ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში , ერთად ეძებნდნენ , კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს , სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში .


ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს : " საზოგადოების წევრი , რომ გავხდი , მივიხედ-მოვიხედე , შევიტყვე , რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არ ყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი , დავუწყე პატრონობა . მერე თანდათან გამიტაცა , შემიყვარდა და დავიწყე ზრუნვა დაღუპვისგან მათ გადარჩენაზე . თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი , შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი . საზოგადოების ხარჯებზე შეძენაც დავიწყე . სხვადასხვა კუთხეებში მიმოწერა გავაჩაღე , აგენტები გავიჩინე " .
დამწყებმა მკვლევარმა საკუთარი საფასურით ცალკე წიგნად გამოსცა ( დიდი ტექნიკური დაბრკოლებების გადალახვით )  თავისი პირველი კვლევითი-პუბლიცისტიკა "სამ ისტორიული ხრონიკა " . ეს ნაშრომი შეიცავს : იმჟამად წერა-კითხვის საზოგადოების წიგნსაცავში შეწირულ " შატბერდის კრბელუში " თავჩენილ თხზულებას " მოქცევაი ქართლისაი " , სუმბატ დავითის ძის ქრონიკას ( 1884 წელს დ.ბაქრაძის მიერ აღმოჩენილ მარიამისეულ " ქართლის ცხოვრებაში " რომ იყო დაცული ) და თვით ექვთიმეს მიერ წიგნასაცავისთვის შეძენილ ე.წ მესხურ დავითნზე მიწერილ ქრონიკას . ამასთანავე , ექვთიმეს მიერ მიკვლეულმა და დანამდვილებით დათარიღებულმა " პარხლის სახარებამ " საშუალება მისცა მას იმავე პირის მიერ გადატანილ "შატბერდის კრებულიც " X საუკუნისთვის მიეკუთვნებინა და არა მე-9 საუკუნისთვის , როგორც მანამდე ეგონათ . 1891 წელს " სამ ქრონიკას " მოჰყვა გამოცემა " წმ.ნინოს ცხოვრებისა " ანუ მეორე ნაწილი "ქართლის მოქცევისა " .
საქართველოს ადრეულ ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი " ხელმწიფის კარის გარიგების " ხელნაწერი . ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა . 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ "ხელმწიფის კარის გარიგებამ " მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. გამოკვლეული აქვს სხვა მრავალთა ხელნაწერები .
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ "ვეფხისტყაოსნის " ძველ ხელნაწერებს . მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს . ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის , რომელიც ვინმე კორინთელისგან შეიძინა , ასევე მეფე გიორგი მე-11ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილ "ვეფხისტყაოსანისა" , რომელიც სიუჯეტური მინიატურობით იყო დასურათებული .
1894 წელს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის სათავაზნაურო გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა . ათი წელი ხელმძღვანელობდა  გიმნაზიას , თანაც სამეცნიერო მუშაობას აგრძელებდა .
ექვთიმე თაყაიშვილმა 1889 წლიდან 1921 წლამდე იმუშავა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის-ხუროთმოძღვრების ძეგლების , უმთავრესად ეკლესია-მონასტრებისა და მათთან დაკავშირებულ მოხატულობა-წარწერებისა თუ ინვენტარის და იქ დაცულ ხელნაწერების შესწავლაზე . 1902-1910 წლებში თაყაიშვილმა სამგზის იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ ნაწილში . ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად გამოიკვლია არტანიის ოლქის ძეგლები და ოლთისის ოლქის ნაწილი . ამ არქეოლოგიურ ექსკპედიციების შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიცა პარიზში , 1930იანი წლების მეორე ნახევარში .
ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობას ქართულ ხელოვნების ძეგლების გამოსავლენად და შესასწავლად მეტ-ნაკლები სისავსით მოუცავს ისტორიული საქართველოს შემდეგი მხარეები : გურია , სამეგრელო , ქვემო და ზემო იმერეთი , რაჭა , ლეჩხუმი , ქვემო და ზემო სვანეთი , შიდა ქართლი,კახეთი , ქვემო ქართლი , სამცხე-ჯავახეთი , ტაო და სხვა .. აღნიშნულ კუთხეებში ექსპედიციების ჩატარებისას ე.თაყაიშვილი სულ აღარ ფიქრობდა დამახასიათებელ დასავლეთზე ; არაფრად აგდებდა არც მტკივან ფეხსა და არც ხშირად ძნელსავალ კლდე-ღრესა თუ უდაბურ ტყეს , არც უამინდობას . თავისი ცხოვრების რთული და ეკლიანი გზის მიუხედავად უკმაყოფილებას მაინც არასდროს გამოთქვამდა , პირიქით ყოველი დაბრკოლება ახალ ძალას მატებდა მეცნიერს . 

No comments:

Post a Comment