Sunday, February 24, 2013

"პეტერბურგის უნივერსიტეტში"


სწავლა ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგრძელა , როგორც თვითონ წერს : " მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა , რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო , ვიდრე,მაგალითად მოსკოვი .. " 1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ-ლათინურ ენათა განხრით .
უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად ნაყოფიერად გამოიყენა : აღიჭურვა იმ დროისათვის შესაფერისი ფართო იტორიულ-ფილოლოგიური განათლებით.უნივერსიტეტის კურსი 1887 წლის გაზაფხულზე დაასრულა , ზაფხულის არდადეგებზე ის აღარ მოდის სამშობლოში ,  წერს დისერტაციას , ენკენისთვეში წარადგენს და მიიღებს კანდიდატის ხარისხს . ასევე ღებულობს ისტორიის მასწავლებლის მოწმობა .
სტუდენტობის დროს ექვთიმე აქტიური მონაწილე ყოფილა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობისა , ხელმოკლეთა სასარგებლოდ საღამოები მართვისა .
ერთხელ , ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებით , იგი , საამისოდ არჩეული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად , სათათბიროდ ხლებია პეტერბუგში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს და ამ უკანასკნელის რჩევით , სტუდენტებს კარგა მოზრდილი თანხა გადმოუციათ წერა-კითხვის საზოგადოებისთვის . ასე გასცნობია ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს იმ თავკაცს-ილია ჭავჭავაძეს .
ექვთიმე თაყაიშვილმა პეტერბურგში გადაწყვიტა შეეგროვებინა ბიბლიოთეკა ( უმთავრესად საქართველოსა და ქართული კულტურის ისტორიის განხრით ). ქართველმცოდნეობით წიგნების შესაძენად ბუკინისტებში მოსიარულე ახლად კურსდამთავრებულს ვალიც კი დასდებია,მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტიპენდია აღარ ეძლეოდა ...

No comments:

Post a Comment